ჩვენს შესახებ

ქართული პოლიფონიური სიმღერის თვითმასწავლებლის ელექტრონული ვერსია არის საავტორო პროდუქტი. ის შეიქმნა 2006 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით. 21 ფოლკლორული მრავალხმიანი სიმღერის სტუდიური ჩანაწერის Adobe Flash Player-ში გაკეთებული თვითმასწავლებლის სახით ქართულ-ინგლისურ ენებზე.

საავტორო და შემოქმედებითმა ჯგუფმა განახორციელა უნიკალური იდეა: საქართველოს ყველა კუთხიდან შერჩეული, საქართველოში არსებული პოლიფონიის ყველა ფორმის და ჟანრის სიმღერების სტუდიური ჩაწერა სრულად და ცალ-ცალკე დაშლილ ხმებში. ხმების გათიშვის, აწევის, ტექსტის გათიშვის, სტროფების ციკლირების, მომხმარებლის ხმის ჩანაწერის რეჟიმებით. აგრეთვე სიმღერის დასაწყისსა და ბოლოში, 10 წამიანი ინტერვალებით წინ და უკან გადასვლის შესაძლებლობებით.

მომდევნო პროექტი შესრულდა ვალდორფის საბავშვო ბაღის დაკვეთით, განხორციელდა გერმანულ ენაზე და გავრცელდა გერმანიის ვალდორფის სკოლებში, სადაც პროგრამით გათვალისწინებულია მსოფლიო ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. პროგრამას დაემატა მარცვლის და ფრაზის ციკლირების რეჟიმი. ავტორის იდეით პროდუქტი წარმოადგენდა წიგნისა და კომპაქტდისკის კომპლექტს შესაბამისი შინაარსით და დანიშნულებით.

მესამე პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით. პროდუქტი - „ეს საქართველოა“ - წიგნისა და თვითმასწავლებლის კომპაქტდისკის სახით გავრცელდა საქართველოში და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

2026 წლის ოქტომბერში ავტორებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა წარმოადგინა ვებგვერდი, რომელზეც განთავსდა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და თვითმასწავლებლის განახლებული სისტემა. ახალი რეპერტუარი შესაბამისი დამუშავებით და საინფორმაციო შემეცნებითი ტექსტებით, მათ შორის ნოვაციური მიგნებები.

პროექტი განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოება „ერსუს“, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელშეწყობით. სიტყვა იქნება საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისათვის.

ჩვენი გუნდი

  • სახელი გვარი

    სახელი გვარი

    პოზიცია გუნდში

    პროფესია

  • სახელი გვარი

    სახელი გვარი

    პოზიცია გუნდში

    პროფესია

  • სახელი გვარი

    სახელი გვარი

    პოზიცია გუნდში

    პროფესია

  • სახელი გვარი

    სახელი გვარი

    პოზიცია გუნდში

    პროფესია